logo_geo
eng_logo
ანსამბლ „დარიალის“ საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა
- +

6 ივნისი. 2018. 17:04

 

 

7 ივნისს, 19:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ფოლკლორული ანსამბლ „დარიალის“ საიუბილეო საღამო - ქართული სიმღერის ზეიმი,  რომელიც ანსამბლის დაარსების 30 წლისთავსა და  ვარსკვლავის გახსნას ეძღვნება. დაარსების დღიდან  მისი უცვლელი ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი,  საუკუნის ხმა,  სახელწიფო პრემიის ლაურეატი,  სასახლის ფოლკლორული მიმართულების ხელმძღვანელი თემურ ქევხიშვილი.

 

„დარიალის“  ისტორია 1986 წლიდან იწყება.

 

საიუბილეო კონცერტს ცნობილი ანსამბლები, მათი ხელმძღვანელები, ასევე მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

 

21:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  ვარსკვლავი გაიხსნება. 

 

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ულოცავს ანსამბლ „დარიალს“ და მის ხელმძღვანელს  ბატონ თემურ ქევხიშვილს  ამ  ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებს მათ წინსვლასა და  წარმატებებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner