logo_geo
eng_logo
მარიკა ლორთქიფანიძე: ივანე კიღურაძის პროექტი ჩემთვის მისაღები არაა!
- +

5 მაისი. 2016. 02:52


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი მარიკა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე კანონპროექტის ავტორს ივანე კუღურაძეს აკადემიკოსებთან ერთად უნდა ემსჯელა.


 

ლორთქიფანიძე არ ეთანხმება მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტის გაუქმებას, რომელსაც კანონის პროექტი ითვალისწინებს.

 

 

„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, აკადემიიის წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტის უარყოფა და სტიპენდიანტის ინსტიტუტის შემოღება. ის რომ, გაუქმდეს წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტი და შემოვიღოთ სტიპენდიანთა ინსტიტუტი, ეს ჩემთვის მისაღები არაა", - განაცხადა ლორთქიფანიძემ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner