ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ეს კანონპროექტი უნდა შეჩერდეს არჩევნებამდე", - ამის შესახებ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას პროფესორმა ომარ ქუცნაშვილმა განაცხადა. აკადემისკოსთა უმრავლესობის მსგავსად, ივანე კიღურაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ქუცნაშვილი არ ეთანხმება.
მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე პროფესორი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს ერთი ვიცე-პრემიერი განათლებისა და მეცნიერების კუთხით. რაც შეეხება აკადემიის განათლების სამინისტროდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლას, ქუცნაშვილი ამ იდეას მიესალმება.