დღეს, 18:00 საათზე იაპონიის ელჩის რეზიდენციაში (გაზაფხულის ქ.16) ელჩის სახელით გაიმართა მიღება.
იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ ორ ქართველ სუმოისტს, ლევან ცაგურიას (კოკკაი) და ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინ) იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის გაძლიერებაში მათ მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის საპატიო სიგელი გადასცა.