logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე თამარ კორძაიას: ნუ ემალებით საზოგადოებას! დაადასტურეთ თქვენი პოზიცია!
- +

23 თებერვალი. 2016. 16:46


„ეროვნულების" ლიდერი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე თამარ კორძაიას მიმართავს. განცხადებას ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:


„მივმართავ რესპუბლიკური პარტიის წევრ თამარ კორძაიას - „ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვნახო სრულყოფილი გადაწყვეტილება. ამ საკითხს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა არგუმენტებით მივიდა სასამართლო აქამდე და როგორ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიციები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა ეს პრაქტიკა სათანადოდ იქნეს გააზრებული იმ ქვეყნებში, სადაც ამას მტკივნეულად აღიქვამენ", - ეს არის თქვენი სიტყვები. კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან, ნუ ემალებით საზოგადოებას, პრესას. კიდევ ერთხელ დაადასტუროთ თქვენი ეს პოზიცია. არც თქვენ და არც რესპუბლიკურ პარტიას არ გამოუვათ მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროთ, ჩაიჯიბოთ პარლამენტარის მანდატები და შემდეგ პარლამენტში დააკანონოთ ერთსქესიანი ქორწინება, რომელსაც თქვენ წინგადადგმულ ნაბიჯად აღიქვამთ. ნუ გეშინიათ, ნუ იმალებით, ნუ კადრულობთ ყველაფერს სკამისთვის, გამოდით და თქვით ის, რასაც ფიქრობთ! ნუთუ ვერ ხვდებით რომ ამით საბოლოოდ მცირდებით და სამარდებით ქართული საზოგადოების თვალში?!" - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 


"რეპორტიორი" შეეცადა თამარ კორძაიასთან დაკავშირებას, თუმცა დეპუტატი ჯერ-ჯერობით სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 

 

"ეს არ არის განცხადება, რომელსაც შეიძლება სერიოზულად ვუპასუხოთ", - განუცხადეს რესპუბლიკურ პარტიაში "რეპორტიორს". 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner