logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ, მაგრამ მოქალაქეების უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს
- +

7 ივნისი. 2018. 03:44

 

 

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავის კანდიდატურას წარადგენს თუ არა, ახალ მთავარ პროკურორს ლეგიტიმაცია ნებისმიერ შემთხვევაში ექნება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა და კრიზისების მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. მისი თქმით, მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურა კანონშია გაწერილი და ეს არის ჩარჩო, რომელშიც სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს.

 

ანალიტიკოსი და კრიზისების მენეჯერი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ულტიმატუმით საუბრის უფლება აქვთ, მაგრამ ხელისუფლებას ასევე აქვს უფლება, მათი მოთხოვნები და ბოიკოტი არ გაითვალისწინოს.

 

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, პრობლემაა ის, როცა ამბობენ, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას მეტი უფლება აქვს, რომელიღაცას კი ნაკლები.

 

„საინტერესოა, ვინ უნდა გაზომოს, ვის რისი უფლება აქვს?! რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას თეა წულუკიანი არ მოსწონს და ამბობს, რომ ის უნდა გადადგეს, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს. ეს არჩევნებმა გაზომა და როცა გგონია, რომ შენს არასამთავრობო ორგანიზაციას მეტი უფლება აქვს, ვიდრე სხვას, ეს ვინ გაგიზომა?! არასწორია მიდგომა, ხალხმა რა იცის, ვინ უნდა აირჩიოს, მე მაგარი ვარ, ვიცი და ა.შ. ეს ასლან აბაშიძის პოზიცია იყო და დამთავრდა”,- განაცხადა ხორგუანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner