logo_geo
eng_logo
ანდერს ფოგ რასმუსენი: რუსეთისა და უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, უკრაინა რამდენიმე დღეში დამარცხდებოდა
- +

7 ივნისი. 2018. 10:42

 

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოცემა „Die Welt“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, უკრაინა რამდენიმე დღეში დამარცხდებოდა.

 

„რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3-4 წელიწადში უკრაინამ საკუთარი სამხედრო პოტენციალი სერიოზულად გაზარდა.

NATO-ს ქვეყნები მზად არიან რუსული ტანკების მასირებული შეტევისთვის, თუმცა მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება პოტენციური მოწინააღმდეგის შეკავებაა.

რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია, ალიანსს შეუერთდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner