logo_geo
eng_logo
რამაზ ხუროძე: კანონში შესატანი ცვლილებები მეცნიერებათა აკადემიასთან უნდა შეთანხმებულიყო!
- +

5 მაისი. 2016. 03:02


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რამაზ ხუროძე მიიჩნევს, რომ განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები აკადემიურ წრეებთან ერთად უნდა შეემუშავებინა.



„კანონი რთული შემოქმედებითი სფეროა და ყოველთვის მოითხოვს იყოს კოლექტიური ნაშრომი და შეთანხმებული იმ ხალხთან, რომელსაც ეხება. ამიტომ როდესაც ასეთი კანონი შედის საკანონმდებლო ორგანოში, ერთი ადამიანი ამ კანონს სრულყოფილად ვერ დაამუშავებს, ამიტომ ეს უნდა იყოს შეთანხმებული აკადემიასთან, განათლების სამინისტროსთან  და მერე უნდა იყოს მიღებული ყველა ელემენტის გათვალისწინებით", - განაცხადა ხუროძემ.



საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს. კანონპროექტი  პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ მოამზადა.



აკადემიის წევრები არ ეთანხმებიან ცვლილებების პროექტის იმ მუხლებს, რომელთა თანახმადაც  აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება დაინიშნოს ის, რომლის ასაკიც 70 წელს აჭარაბებს. აკადემიის წევრები ასევე არ ეთანხმებიან ამავე პროექტით გათვალისწინებულ მუხლს, რომლის მიხედვითაც აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს. სტიპენდიანტებს კი 5 წლის ვადით აირჩევენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner