ბაღდადის აღმოსავლეთში აფეთქებისას სულ მცირე 18 დაიღუპა და 93 დაშავდა.
„აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 93 შეადგინა, 70 მათგანი უკვე გაწერილია საავადმყოფოებიდან“, - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სეიფ ბადრმა.
ტელეარხ „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა.
ამასთან, ტელეარხის საკუთარმა წყარომ პოლიციაში აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალა მეჩეთში ინახებოდა და სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც ისინი მეჩეთიდან ერთ-ერთ ავტომობილში გადაჰქონდათ.