„დღეს „ნაციონალური მოძრაობის" წკავ-წკავი, სხვადასხვა თეებზე აპელირება იქნება ეს ხე, ბოტანიკური ბაღი, თუ სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები, ეს არის მთავარი საკითხებიდან აქცენტების გადატანა."- ამის შესახებ უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.
ლორთქიფანიძის თქმით, მისთვის გაუგებარია IRI-სა და NDI-ს მიერ წარმოებული გამოკითხვების შედეგები პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებითაც.
„მე არ ვიცი რატომ გაკეთდა პაატა ბურჭულაძეზე აქცენტი, თავის დროზე IRI-ში ან NDI-ში, სადაც 75%-მდე იქნა შეფასებული ნდობის რიტინგი ჯერ არ შემდგარი პოლიტიკოსის მიმართ. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ჩემთვის."- განაცხადა ლორთქიფანიძემ.