შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, უწყებაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების კვალდაკვალ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია რამდენიმე თვის წინ და ის იმ პირების გამოსაკვეთად მიმდინარეობს, რომელთაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე – იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ყველაფერს შევისწავლით და თუ დამნაშავეები დადგინდა, მოხდება შესაბამისი რეაგირება. გარკვეული ახალი გარემოებები სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომელთა აქტიური შესწავლაც ახლა მიმდინარეობს. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას ათ რიცხვამდე და შესაძლოა უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯავახაძემ.