logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: „ნაციონალები“ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ამ ქვეყანაში უბედურება და გადატრიალება მოხდეს!
- +

7 ივნისი. 2018. 16:12

 

„სრულიად შემაშფოთებელი იყო მთელ ამ პროცესში „ნაციონალების“ აქტივობა, რომელთაც არანაირი სხვა იმედი არ აქვთ, რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ზურაბიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართული აქციების დესტაბილიზაციისთვის გამოყენება სურდა.

 

„სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების იმედიც აღარ აქვს და ამიტომ პირდაპირ გადმოსულები არიან, როგორმე აქ მოახდინონ დესტაბილიზაცია, არეულობა. ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად ეს ქვეყანა ჩაითრიონ იმ უბედურებაში, საიდანაც გამოვედით. ეს ყველაფერში ჩანს, მაგალითად, იმ მოწოდებებში, რომლებიც მათი მხრიდან გაისმის. სამი კვირის წინ სურვილი ჰქონდათ, რომ კლუბების ამბავი გამოეყენებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

 

„ნაციონალები“ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ამ ქვეყანაში უბედურება და გადატრიალება მოხდეს, რადგან ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი. რეალურად კი ამ ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალებმა“ ბევრად მეტი დაკარგეს, ვიდრე მოიგეს. დღეს საზოგადოებას სრულად აქვს გაცნობიერებული, თუ რას მოგვიტანს კიდევ ერთი არეულობა და დესტაბილიზაცია, ამიტომ რაიმე ტიპის არეულობას ხალხი ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner