იქნება თუ არა მანანა კობახიძე მაჟორიტარობის კანდიდატი?!- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს სურვილი მოახლოებულ არჩევნებზე კვლავ საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი იყოს.
„რა თქმა უნდა სურვილი მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო ისევ საჩხერის დეპუტატი. ამაში ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა მაშინ ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო მისი გადაწყვეტილება, მისი შემოთავაზება. მაშინ გახსოვთ, რომ ის პარტიის თავმჯდომარედ ვერ იქნა არჩეული იმ დაბრკოლების გამო, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილმა ხელოვნურად შეუქმნა. იცით მოქალაქოების ჩამორთმევის თემები. როდესაც განიხილებოდა საკითხი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი, მაშინ დასახელდა, რომ პარტიის თავმჯდომნარე უნდა ყოფილიყო მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში დეპუტატი.
ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და გამოცდილება, ხოლო, თუ რამდენად გავართვი ამ გამოწვევას თავი, ეს საჩხერის მოსახლეობამ უნდა შეაფასოს."- განაცხადა კობახიძემ.