logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თინიკო „გამყალბებლოვას“, ძმებ „სტუკაჩოვების“ და დათუნა „კომუნისტინის“ „პარადს“ დავასრულებთ!
- +

5 მაისი. 2016. 03:39


„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ იგი სპეცუბნების გაუქმებით ამაყობს.


„რა კომენტარს ელით ჩემგან? ბევრმა ჟურნალისტმა მთხოვა ამ ეპიზოდის კომენტირება. თურმე, გამყალბებლოვა "სპეცუბნის გაუქმებით ამაყობს"...

 

ვერ გიშველით ტონობით მომარაგებული ვაზელინი, რომ (როგორც გჩვევიათ) უკანა ხვრელიდან შესრიალდეთ 2016 წლის პარლამენტში. თინიკო გამყალბებლოვას, ძმებ სტუკაჩოვების და დათუნა კომუნისტინის "პარადს" დავასრულებთ 2016 წლის 8 ოქტომბერს. ეს თავხედობა, ტყუილი, ცინიზმი, უზნეობა, თვალთმაქცობა იმდენად ამაზრზენია, რომ სათითაოდ გაიტანს ქართველი ხალხი ხსენებულ არსებებს პოლიტიკური ველიდან. მეტს გეტყვით, მარტო კი არ გაიტანს. ყველას აგებინებს პასუხს, ჩადენილი დანაშაულისთვის, რომლის ნიშნებიც, თურმე, პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა.

 

საგარეჯოს გამო... ხიდაშელის ქმედებების გამო შერცხვენილმა ხელისუფლებამ (და არა თინიკო გამყალბებლოვამ) გადაწყვიტა სპეცუბნების გაუქმება და ამაში, თუ ვინმეს აინტერესებს, კონკრეტული წვლილი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შეიტანა."- წერს ინაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner