logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მაწანწალოვიჩის „პადელნიკები“ 10-ში საბოლოოდ დაიმარხებიან!
- +

8 ივნისი. 2018. 02:20

 

ე.წ. ოპოზიცია, ანუ მიხა წანწალოვიჩის „შნირიზაცია" რუსთაველის გამზირზე გამალებით ითხრის პოლიტიკურ სამარეს. ვინაიდან, ლუსტრაციის პროცესი დასრულებულია, ქართველ ხალხს ისღა დარჩენია, სამარის პირას მდგარ „შნირიზაციას" 10 ივნისს პანჩური ჰკრას და სამუდამოდ დამარხოს!

 

და მაინც... რა სურს ავანტიურისტების პოლიტიკურად გაკოტრებულ ბუნაგს? მხოლოდ რევანში, რევოლუცია, ხელისუფლების დამხობა. ეს კი გამორიცხულია, საქართველოში რევოლუციების დრო დამთავრდა, ვისაც ხელი წაუცდება, ყველა წავა ციხეში!

 

დავუშვათ (ვიფანტაზიოროთ), მშვიდობიანი ფორმით გადადგა მთავრობა, ავანტიურისტების ბუნაგს რააა? არაფერი, მომდევნო მთავრობაც უნდა დაამტკიცოს საპარლამენტო უმრავლესობამ. ამ შემთხვევაში მივიღებთ ისეთივე სურათს, რაც გვაქვს დღეს. დავუშვათ, პარლამენტმაც გამოაცხადა თვითლიკვიდაცია და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, წანწალოვიჩის „პადელნიკებს" რააა? არაფერი, არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება" და ისევ მივიღებთ იგივე სურათს, რაც გვაქვს დღეს.

 

მაგალითად, „ნაციონალი“ რომან გოცირიძე ასეთ ფორმულირებას გვთავაზობს:

 

„უნდა გადადგეს მთავრობა, შეიქმნას დროებითი მთავრობა და ოქტომბერში ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად“.

 

ანუ უნდა გადადგეს არა მხოლოდ მთავრობა, პარლამენტმაც უნდა გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია. ჯერ ერთი, ხალხმა უარი უთხრა ნაყარ-ნუყარა პარტიებს და არავითარი დროებითი მთავრობა არ იქნება მათი მონაწილეობით, მეორეც - შემოდგომაზე არჩევნები რომ ჩატარდეს, ისევ დღევანდელ სურათს მივიღებთ.

 

ვინ აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას „მშვიდობიანი“ გზით? მაჭუტაძე, თორთლაძე, მელია, კუპრავა, ქარდავა, მალაშხია, დავითაია, ნათელაშვილი და რასაკვირველია - მიხა მაწანწალოვიჩი. ეს უკანასკნელი ბოლოს გამოჩნდება. ამ ხროვას ზურგს უმაგრებენ „ნაცების" მიერ შექმნილ-დაფინანსებული არასამთავრობოები, რომლებიც ასევე 10 ივნისს უნდა დაიმარხონ. მე ის მიკვირს, შალვა ნათელაშვილს ამხანაგ მაჭუტაძის იმედი რომ აქვს, თორემ ამ ცხოვრებაში ყველაფერი მოსულა, გასაკვირი აღარაფერია.

 

ასე რომ... ამხანაგო მაჭუტაძევ, ძმაო ნათელაშვილო, არ გამოვა მაი ამბავი, დაეშვით მიწაზე, მოდით აზრზე, წადით სახლში!

 

P.S. რასაკვირველია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ მხოლოდ სამართლებრივი გზით და არა სახელმწიფო გადატრიალებით!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner