logo_geo
eng_logo
მალხაზ მაჩალიკაშვილი: ფიცი მივეცი, რომ სუს-თან თავს ავიფეთქებდი, ისე რომ არცერთი ქართველი არ დაზარალებულიყო
- +

8 ივნისი. 2018. 02:29

 

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ის სუს-ის შენობასთან თავის აფეთქებას ნამდვილად აპირებდა, თუმცა ქართველი ხალხის სიყვარულმა უკან დაახევინა.

 

„100 ადამიანისთვის ფიცი მქონდა მიცემული, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ ქართველი ხალხის სიყვარულმა უკან დამახევინა. მე არ დამიგეგმავს, მართლაც ვფიქრობდი, რომ მივსულიყავი სუს-თან და თავი ამეფეთქებინა. შევძლებდი თუ არა მაგას დრო გვიჩვენებდა. რა უბედურებაც მოხდა, მე ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. ათასჯერ მითქვამს, რომ ქართველი ხალხის სიყვარულმა უკან დამახევინა. ამას გავაკეთებდი ისე, რომ არ დაზარალებულიყო არცერთი ქართველი მოქალაქე. ჩემს ადგილას ბევრი მოიქცეოდა ასე“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა და განმარტა, რომ იგი აღნიშნულს ტერორისტულ აქტად არ აფასებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner