სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ახალ სიურპრიზს ჰპირდება:
„ამბავთა შორის უმაგრესი ამბავი: მე ვერ ვიპოვე ისტორიაში ყოფილა თუ არა ჯერ, მაგრამ დაახლოებით ორ თვეში, თბილისში იქნება ადგილი სადაც ეწერება "უფასო პური" . ადგილი გვექნება მალე და დასაწყისის თანხებს მე მოვაგროვებ სხვადასხვა საშუალებით.
ყველასთვის უფასო იქნება პური, შეძლებისდაგვარად ტანსაცმელი და ელემენტარული წამლები.
ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამას. იმიტომ, რომ ქვეყანაში მაგარი ადამიანები ვცხოვრობთ და ჩვენ თვითონ მივხედავთ ერთმანეთს".