logo_geo
eng_logo
აკა სინჯიკაშვილი: ბიჭის სარეაბილიტაციო ფული შეგროვილია!
- +

5 მაისი. 2016. 04:06


სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც სხვავასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს აწყობს და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს, მორიგ პოსტს აქვეყნებს.



„საღამოს კარგი ამბები: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ  თავისი პირადი მანქანა მათხოვა თავისი ბენზინით და რამერუმეებით, ბევრი რამე ჩაეტევა, და მთაშიც ავალ. ჯიგარი ნამდვილი!  

 

ბიჭის სარეაბილიტაციო ფული შეგროვილია და ზეგ მივდივართ ნეიროცენტრში.

მოხუც ცოლქმარს, რომლებსაც არავინ აღარ ჰყავთ მივუტანეთ ერთი თვის საკვები.

 

და ბოლოს: აჭარას  შუქნიშანზე მათხოვარმა ქალმა ფული არ გამომართვა, ჟურნალში გნახე და ჩემზე გაჭირვებულები გყავს მისახედიო, ახლაც მეტირება..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner