logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: თუ დასავლური ქვეყნები ყირიმს დაივიწყებთ და ხვალ უკრაინას რამე დაემართება, პასუხისმგებლები თქვენ იქნებით
- +

8 ივნისი. 2018. 10:58

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში ყირიმელი თათრების კულტურისა და დახმარების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა, რომ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ყირიმის საკითხს.

 

„თურქეთი არ ცნობს ყირიმის ანექსიას. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლურმა ქვეყნებმა ყირიმის დავიწყება დაიწყეს. თუ თქვენ დღეს ყირიმს დაივიწყებთ და ხვალ უკრაინას რამე მოუვა, პასუხისმგებელნი ამაზე ზუსტადაც რომ თქვენ იქნებით“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner