logo_geo
eng_logo
გიორგი ექვთიმიშვილი: ვიცი, თხოვნის უფლება აღარ მაქვს, მაგრამ...
- +

22 მაისი. 2018. 11:41

 

 

გიორგი ექვთიმიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვიცი, თხოვნის უფლება აღარ მაქვს, ვიცი, ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემი ოჯახისთვის ყველა თქვენგანმა, ვიცი, რაც შეგეძლოთ, გაიღეთ, მაგრამ მე მაინც გთხოვთ, გემუდარებით, დაგვეხმარეთ.

 

ეს ჩემი თეონაა, ჩემი დიდი სიყვარული, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების დედა, რომელიც უნდა გამოვგლიჯოთ სიმსივნეს ხელიდან, რომელსაც ისევ ასე უნდა აკოცოს კატომ, ისევ ასე უნდა ჰქონდეს ბედნიერი სახე, და ისევ ასე მთელი ოჯახის ბედნიერება ერთმა სურათმა უნდა დაიტიოს. სამწუხაროდ, ამ სურათების გვერდით არის მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საავადმყოფოს ინვოისის სურათიც, რომელშიც წერია 9 000 ევრო.

 

მე ეს თანხა ფიზიკურად არ მაქვს და ეს პროცედურები უნდა დავიწყოთ 23 მაისს.

 

გემუდარებით, დაგვეხმარეთ, დამეხმარეთ, რომ ჩემს თეოს ისევ ასეთი ღიმილი ეკეროს მის ტუჩებზე, ისევ ასე ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ მას ჩვენი შვილები.

 

დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილებს ჯანმრთელი დედა დავუბრუნოთ

 

სს „თიბისი ბანკი“

ა/ა GE95TB7162645061100064

TBCBGE22

საქართველოს ბანკი

GE62BG0000000359452400

ანგარიშის მფლობელი - მე გიორგი ექვთიმიშვილი;

 

შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა მობილურიდანაც (მაგთი, ბილაინი) შემდეგ ნომერზე დარეკვით 0901701390“, - წერს ექვთიმიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner