დიზაინერი ანუკი არეშიძე მისი სახელით გავრცელებული პოსტის შესახებ, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვა იყო გავრცელებული, განმარტებებს აკეთებს:
„ერთადერთი გვერდი ამ დედამიწის ზურგზე, რაც მართლა მეკუთვნის მე, არის ეს! რომელსაც ძალიან იშვიათად ვიყენებ, დანარჩენი არცერთი ფბ გვერდი თავიანთი უამრავი მოწონებით არ არის ჩემი! უამრავი შემთხვევა მაქვს, როდესაც გასაუბრებაზე დაუბარებიათ ხალხი სამსახურის დაწყებაზე, ან ჩემი სახელით და გვარით ავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციებს და მერე ამას იყენებენ ჩემს წინააღმდეგ. ბოლო შემთხვევა რაც იყო - აღდგომის დღესასწაულთან ერთად შობის მოლოცვა. ამ ადამიანმა თავადაც მომწერა, რომ სიჩქარეში აერია და ძალიან ინერვიულა ამის გამო. ამ დროს ეს არავის არ აინტერესებს, არც მათ, ვინც დანამდვილებით იცის, რომ ეს ანუკის გვერდი არაა და არც მისი დაწერილია, მთავარია შეცდომა! რომელსაც სიხარულით უზიარებენ ერთმანეთს და ამ დროს უდიდეს კმაყოფილებას განიცდიან", - წერს ანუკი არეშიძე.
„ქრისტე აღსდგა, გილოცავთ, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს"- ასეთი მილოცვა გავრცელდა არეშიძის ფეისბუქ გვერდზე, რომელიც მას არ ეკუთვნის.