logo_geo
eng_logo
განო მელითაური: ბავშვი ცოცხალი იყო!
- +

5 მაისი. 2016. 04:22


მსახიობ კოტე თოლორდავას  მეუღლე  განო მელითაური მისი მესამე შვილის, ლოლას შესახებ „ნანუკას შოუში" ისტორიას იხსენებს.



მივედი  ექოზე და მითხრეს, რომ ნაყოფი დაღუპულია,  ხელოვნურად უნდა ჩავერიო, ანუ აბორტი გავიკეთო.

მივედით ქორიძის სამშობიარო სახლში და წინასააბორტო გადამოწმებისას შევიტყვეთ, რომ თურმე ბავშვი ცოცხალი იყო!  ძალიან გახარებულები ვიყავით მე და კოტე.

 

2 დღეში ისევ შეუძლოდ გავხდი. გადამოწმებაზე მეორეჯერაც მითხრეს, რომ ბავშვი დაღუპულია... ძალიან მძიმეა, როცა გიხარია ბავშვის გადარჩენა და ისევ გეუბნებიან, რომ ასე არ არის. კოტე გამწარებული იყო. მითხრეს, სეფსისი დაგემართება, სასწრაფოდ რომ არ გაგიკეთოთ აბორტიო. მახსოვს, რომ გონება დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, მანქანაში ვიჯექი. კოტეს ვიღაც ქალის ვინაობა გაურკვევია, რომელიც სწორ პასუხს გვეტყოდა და იქ მივდიოდით. ამ ქალმა მითხრა, რთული ორსულობა გაქვს, მაგრამ ბავშვის შენარჩუნება შეიძლებაო, ანუ ცოცხალი იყო. თუმცა, მესამეჯერაც იგივე მითხრეს, ბავშვი დაღუპულიაო. ეს იყო გაგუას სამშობიარო! საბოლოოდ არჩილ ახმეტელმა მომასმენინა, რომ ჩემს გოგოს უკვე გული უცემდა", - იხსენებს განო მელითაური.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner