logo_geo
eng_logo
თურქეთში 22 სტუდენტი ტერორიზმის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება
- +

8 ივნისი. 2018. 15:08

 

სტამბოლში, თურქეთის ელიტური უნივერსიტეტის 22 სტუდენტი სასამართლოს წინაშე ტერორიზმის ბრალდებით წარდგება.

 

ეს საქმე ერთ-ერთი მთავარი კრიტიკის საგანია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მოწინააღმდეგეების მხრიდან. ბოსფორის უნივერსიტეტის სტუდენტები, სირიაში ქურთების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაციის მომხრე დემონსტრაციის, კონტრაქციის დაგეგმვისთვის დააკავეს. ისინი ორი თვეა წინასწარ პატიმრობაში არიან.

 

მათი ადვოკატის თქმით, მათ დაზიანებები აღენიშნებათ. ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სასამართლოსთან აქციას მართავენ. სტუდენტების დაკავება, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც მან სტუდენტებს, რომლებიც თურქეთის სამხედრო კამპანიას აპროტესტებენ, ტერორისტები უწოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner