მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის შვილმა ნანა ჩარკვიანმა „ნანუკას შოუში" მისი მამის შემოქმედება გაიხსენა.
ნანა ჩარკვიანის თქმით, იგი წუხს იმაზე, რომ თანატოლები მას როგორც ინდივიდს, არ აღიქვამენ, რაც გამაღიზიანებელია.
„მეფის შვილი რომ ვარ, ბევრი კარგი მოუტანია, თუმცა ბევრი ყალბი ადამიანი მოსულა და დამეგობრებულა ჩემთან, მხოლოდ იმის გამო რომ „ვიღაცის" შვილი ვარ.
არ ვარ არც ირაკლის შვილი, არც ქეთათოს შვილი. ვარ ინდივიდი ნანა ჩარკვიანი! თუ არ აინტერესებთ კონკრეტულად ჩემი პიროვნება და არ თვლიან, რომ საინტერესო ადამიანი ვარ, მაშინ ნუ დამეკონტაქტებიან!"