logo_geo
eng_logo
თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოიხსნება
- +

8 ივნისი. 2018. 15:21

 

 

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შესაძლოა, 24 ივნისის ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემდეგ მოიხსნას. ამის შესახებ განცხადებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ავრცელებს.

 

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2016 წლის 21 ივლისს, არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ იქნა შემოღებული.

 

2016 წლიდან ის რამდენჯერმე გახანგრძლივდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ოპოზიცია აპროტესტებდა და მის მოხსნას ითხოვდა.

 

უკანასკნელად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 18 აპრილს სამი თვით გაახანგრძლივა.

 

2016 წლის 16 ივლისის ღამეს არეულობას 250 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება.

 

როგორც ერდოღანმა 18 აპრილს განაცხადა, ამის მიზეზი საპრეზიდენტო სისტემაზე რაც შეიძლება სწრაფი გადასვლაა.

 

თურქეთი საპრეზიდენტო სისტემის მმართველობაზე 2017 წლის აპრილში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გადავიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner