logo_geo
eng_logo
„სააკაშვილის პოლიტიკურმა და-ძმებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ...“
- +

8 ივნისი. 2018. 16:05

 

 

„მზის და ვარდების“ ქვეყნის ანუ საქართველოს დედაქალაქ თბილისში კიდევ ერთმა საპროტესტო ტალღამ იფეთქა. საერთოდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მიტინგები და აქციები არ გვიკვირს, შესაბამისად, იმის გამოცდილებაც გვაქვს, რომ ბუნებრივი პროტესტი ე.წ. მართული ქაოსისგან განვასხვავოთ. ამ ფონზე, ცხადია, ჩნდება კითხვა - ის, რაც ბოლო დღეებში თბილისში ხდება, ბუნებრივი პროტესტია თუ საქმე ე.წ. მართულ ქაოსთან გვაქვს?“ - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ სტატიას აქვეყნებს.

 

„საზოგადოებაში „უკმაყოფილების მარცვალი“ ბუნებრივად არსებობს - რაც ოპოზიციას, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ცხადია, არ გამოჰპარვია და სააკაშვილის პოლიტიკურმა და-ძმებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, კარგად აპრობირებული ხერხისთვის მიემართათ და რევანშის იმედით, ეს უკმაყოფილება სათავისოდ გამოეყენებინათ.

 

ახლა, ეს შეფასება შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის პარალელურად, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაიფიცნენ.

 

მათ, ვინც პოლიტიკის კულუარებში კარგად ერკვევა, უწყიან, რომ პოლიტიკაში უბრალო დამთხვევები არ არსებობს, ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ცუდს ცუდი დომინოს პრინციპივით მოჰყვება ხოლმე.

 

რასაკვირველია, იმას არ ვამტკიცებთ, რომ აქციის „ნუ მომკლავ“ და მეტროს მემანქანეების პროტესტს შორის პირდაპირი ბმა არსებობს, მაგრამ სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად მიანიშნებენ, რომ სახეზეა კლასიკური საბოტაჟისა და შანტაჟის ნიშნები.

 

სხვათაშორის, შანტაჟზე მინიშნება თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა, კერძოდ, მემანქანეების უმთავრესი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. თბილისის მერი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხელფასების მომატებაზე საუბარი შეუძლებელია:

 

 „დღეს შეუძლებელია ხელფასების მომატებაზე საუბარი. სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად, დაახლოებით, 16 მლნ ლარით გადის მინუსში და ეს სერიოზული პრობლემაა. მემანქანეების ხელფასი 1400-დან 1800-მდე მერყეობს, დღეს ისინი გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს შანტაჟი მე არ მეხება, ამ ენით მემანქანეები თბილისის მოსახლეობას ელაპარაკებიან. 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება. მემანქანეები მათ ეუბნებიან, რომ ეს 1400, 1600, 1800 ლარი ჩემთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოგვიმატეო. ძლიან მარტივ კითხვას ვსვამ, ვკითხოთ იმ ადამიანებს, იმ 400 ათას ადამიანს, ვინც მეტროთი გადაადგილდება, რამდენია მათი საშუალო ხელფასი. მგონია, რომ ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს, რადგან ეს არის თითოეული ადამიანის ხელფასიდან გადახდილი გადასახადი, რომელიც მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ ეს მოდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ჩვენ ამ თანხების მენეჯმენტი გვევალება. ამ ეტაპზე არანაირი შესაძლებლობა არ არის იმის, რომ მათ, ვისაც 1400-დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასი, 45%-ით მოვუმატოთ“, - წერია სტატიაში, რომელსაც „ვერსია“ აქვეყნებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner