ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაიხურება მეჩეთები, ხოლო 40 იმამი დეპორტაციას დაექვემდებარება.
ამის თაობაზე კანცლერმა Twitter-ის საკუთარ „ექაუნთზე“ დაწერა და აღნიშნა, რომ მეჩეთების არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე და იმამების მოღვაწეობა არღვევს ავსტრიის კანონს ისლამის შესახებ.
კურცის თქმით, აღნიშნული კანონი ავსტრიაში 2015 წლიდან მუშაობს და რელიგიის საქმეთა უწყებას აძლევს ყოვლისმომცველ შესაძლებლობას, კანონის დარღვევასთან დაკავშირებული ეჭვის შემთხვევაში იმოქმედოს დამოუკიდებლად და ჩართოს საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„სამი წლის განმავლობაში, ჩემი წინამორბედებისას ასეთი რამ არ მომხდარა. ახლა ეს იცვლება“, — აცხადებს კანცლერი.
სებასტიან კურცის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ირღვეოდა ისლამის შესახებ კანონის ნორმა უცხოეთიდან დაფინანსების მიღების აკრძალვის შესახებ, იხურება „ნაცრისფერი მგლების“ მეჩეთი, იშლება არაბული რელიგიური თემი და დეპორტაციას ექვემდებარება 40 იმამი.
„ამგვარად, ჩვენ გადაჭრით და აქტიურად ვეწინააღმდეგებით პარალელური საზოგადოებების არასწორ წარმოქმნასა და განვითარებას და მომავალშიც ასე ვიმოქმედებთ, თუკი ისლამის შესახებ კანონი დაირღვევა“.