ზედიზედ მეორედ ზაზა ფაჩულია და მისი „გოლდენ სტეიტი“ NBA-ს ჩემპიონი გახდა. ფინალური სერიის მე-4 შეხვედრაში „უორიორსმა“ „კლივლენდი“ მისსავე პარკეტზე 108:85 დაამარცხა.
სტუმართა ქართველმა ცენტრმა 02:47 წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 37 ქულით სტეფ კარი გახდა.
„გოლდენ სტეიტი“ ისტორიაში NBA-ს ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ზაზა ფაჩულია კი მეორე საჩემპიონო ბეჭედს დაისაკუთრებს.