logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: რუსეთის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთსულოვანი ვართ
- +

9 ივნისი. 2018. 11:36

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, კანადაში „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე განსახილველ ყველა საკითხზე, მათ შორის რუსეთის საკითხზე G7-ის ქვეყნები ერთსულოვნები არიან.

 

„დღეს დილით მე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან ძალიან კარგი, დამაიმედებელი შეხვედრა მქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ აქ, G7-ის სამიტზე ყველა საკითხთან მიმართებაში ჩვენ ერთიანი ევროპული პოზიცია გვექნება, მათ შორის რუსეთის საკითხზეც“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

 

შეგახსენებთ, რომ განცხადება „დიდი რვიანის“ ფორმატში რუსეთის დაბრუნების აუცილებლობის შესახებ ტრამპმა გუშინ, G7 სამიტზე გამგზავრებამდე გააკეთა.

 

„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. თქვენ იცით, რომ მე რუსეთისთვის კოშმარი ვარ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უნდა იმყოფებოდეს. გარდა ამისა, რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის გარიცხული იყო. ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner