მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ისევ მივიდა.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
მანამდე სუბელიანი შსს-ში დაკითხვაზე 7 ივნისს დაიბარეს და დაახლოებით დღის 14:00 საათისთვის მივიდა. მისი დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
შეგახსენებთ, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.