logo_geo
eng_logo
დოდო გუგეშაშვილი: ყველაფერი ძალიან მოკლე დროში გამოიკვეთება
- +

9 ივნისი. 2018. 13:34

 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია, გამორიცხვის მეთოდით იხილება“, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„გავიარეთ რაღაც საკითხები და ვერ გეტყვით, რომ რაიმე გამოკვეთილია განსაკუთრებული. ძიება გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვაყენებენ საქმის კურსში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია, გამორიცხვის მეთოდით იხილება და ამაზე დღესაც გვქონდა საუბარი. ჯერჯერობით მოტივი არ ვიცით. მოტივი რომ ვიცოდეთ, უკვე გამოძიებულიც და მიხედილიც გვეყოლებოდა", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner