შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი დააკავა, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ამ წუთებში განაცხადეს.
მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
შეგახსენებთ, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.