logo_geo
eng_logo
შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა
- +

9 ივნისი. 2018. 17:05

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი დააკავა, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ამ წუთებში განაცხადეს.

 

მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

 

შეგახსენებთ,  მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა.

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

 

იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner