logo_geo
eng_logo
მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული
- +

9 ივნისი. 2018. 17:20

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner