logo_geo
eng_logo
მუხლი, რომლითაც მირზა სუბელიანი დააკავეს, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე ითვალისწინებს
- +

9 ივნისი. 2018. 17:50

 

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, რომლითაც ხორავას ქუჩის საქმეზე მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანია დაკავებული, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დღეს დააკავა.

 

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად“, - განაცხადა შს მინიტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner