საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, მთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს, რაც ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა.
მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე ახმეტის, თუშეთის, მესტიისა და მულახის განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს და სპეციალურ პაკეტს დაამტკიცებს, რაც აღნიშნული მიმართულებების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას გულისხმობს.
„აღნიშნული მიმართულებები გეგმურად, კანონზომიერად განვითარდება, რათა ერთი მხრივ, შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემა, ხოლო მეორე მხრივ განვითარდეს ტურისტული პოტენციალი. განვითარება უნდა მოხდეს არა სტიქიურად, არამედ გეგმაზომიერად, სივრცითი მოწყობის გეგმიდან გამომდინარე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.