logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მირზა სუბელიანის დაკავების სამართლებრივი წინაპირობა იყო კონკრეტული ახალი გარემოებები
- +

9 ივნისი. 2018. 20:48

 

„არ არსებობს არავინ, ვინც კანონზე მაღლა დადგება და ვის მიმართაც იქნება რაიმე ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა, თუკი კანონით ამის წინაპირობა არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მირზა სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სუბელიანის დაკავების სამართლებრივი წინაპირობა იყო კონკრეტული ახალი გარემოებები, რომელიც მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ერთ-ერთმა პირმა დუმილი დაარღვია და სასამართლოს ჩვენება მისცა.

 

„მთავარი პროკურორის გადადგომა და საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო ხაზგასმა, იმ მაღალი პასუხისმგებლობისა, რაც ხელისუფლებას აქვს ამ საქმის მიმართ. შემდეგ ეტაპზე რაც გამოიკვეთება, შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

რაც შეეხება მუხლის კვალიფიკაციას, ბესელიას თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული გარემოებების მიხედვით საქმე კვალიფიცირებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით.

 

„ამ მხრივ გაგრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომავალში არ გამოირიცხება სხვა პირები გამოიკვეთოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე კანონით თუ რა მტკიცებულებები შეიკრიბება და არა ვინმეს სურვილით თუ ვარაუდებით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner