logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: გამორიცხულია, ხორავას ქუჩის საქმეში რამე დაიფაროს და გამოუძიებელი დარჩეს
- +

9 ივნისი. 2018. 22:20

 

„გამორიცხულია, ხორავას ქუჩის საქმეში რამე დაიფაროს და გამოუძიებელი დარჩეს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებისას ყველა პირი დაისჯება და იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც არსებობს, გამოძიება პასუხს გასცემს.

 

ჩუგოშვილმა ცოტა ხნის წინ დაკავებულ მირზა სუბელიანზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დაკავება შემთხვევიდან რამდენიმე თვეში იმიტომ მოხდა, რომ აქამდე საქმეში მისი ბრალეულობა არ იკვეთებოდა.

 

„საქმე შედგება რამდენიმე კომპონენტისგან; არის ნაწილი, რომელიც მკვლელობას უკავშირდება და არის ნაწილი, რომელიც დანაშაულის დაფარვას უკავშირდება.  სუბელიანის შესახებ გამოძიება ბოლო ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს.

 

რამდენადაც მე ვიცი, სუბელიანის დანაშაული გამოიკვეთა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და აქამდე მისი ბრალეულობა საქმეში არ შეინიშნებოდა.

 

გამოძიების დაწყებისას ეს პირი საქმეში არ ფიგურირებდა. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორიცხულია, ამ საქმეში რამე დაიფაროს და გამოუძიებელი დარჩეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner