ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 9 ივნისს კახეთის რეგიონში 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის შვიდ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
9 ივნისს 18:20 სთ-დან მთელი საღამოს განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 18:24 საათიდან საღამოს 23:13 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის, სიღნაღის და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 110 ერთეულამდე რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.