საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს, რათა გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირება და გაზარდოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.
„პირველი სექტორი, რომელშიც ვაჭრობის ხელშეწყობა იზრდება, არის სოფლის მეურნეობა. უფრო და უფრო მეტ ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ექნება და უკვე აქვს ევროპულ ბაზარზე წვდომა ტარიფების გარეშე. ეს პროცესი გაიზრდება. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი თანდათან გავრცელდება ეკონომიკის სხვა სექტორებზეც. ვფიქრობ, ეს შედეგები არის იმედის მომცემი. ჩვენ ამ შედეგებს განვიხილავთ, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ განვიხილოთ ის საკითხი, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიღწევები იყოს უფრო მყარი. არის ქართული პროდუქცია, რომელიც მაგალითად შვედეთის ან გერმანიის სუპერმარკეტებში გამოჩნდა. ეს წარმატების მაგალითებია. ჩვენ ვისურვებდით, რომ გაიზარდოს მსგავსი შემთხვევები. ვფიქრობ, საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს, რათა გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირება და გაზარდოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირში ექსპორტი მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მიღწევას. ეს მხოლოდ ევროკავშირის გამო არ არის ასე. თუ ქართული პროდუქტი იქნება სერტიფიცირებული იმისათვის, რომ გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, მას უფრო კარგად მიიღებენ სხვა ქვეყნებშიც. ამიტომაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობით შეგვიძლია უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართელ ექსპორტიორებს მსოფლიო მასშტაბითაც", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.