logo_geo
eng_logo
კიმ ჩენ ინი სინგაპურში ჩაფრინდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება
- +

10 ივნისი. 2018. 13:26

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში ჩაფრინდა, სადაც 12 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.

 

არსებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის დაცვის ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 50 პირი იმყოფება, უკვე St. Regis სასტუმროში იმყოფება, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი განთავსდება.

 

დღეს კიმ ჩენ ინი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს ლი სიან ლუნს უნდა შეხვდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner