logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთს დიდი რვიანი არ დაუტოვებია
- +

10 ივნისი. 2018. 13:44

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთი დიდ რვიანში უნდა დაბრუნდეს.

 

„რაც შეეხება რუსეთის დაბრუნებას შვიდიანსა თუ რვიანში, ჩვენ ის არ დაგვიტოვებია. კოლეგებმა თავის დროზე უარი თქვეს რუსეთში ჩასვლაზე, ცნობილი მიზეზების გამო. დიდი სიამოვნებით, ჩვენ გაგვიხარდება მათი ჩვენთან, მოსკოვში ხილვა“, – განაცხადა პუტინმა.

 

დონალდ ტრამპმა 8 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი დიდი შვიდეულის სამიტში უნდა მონაწილეობდეს.

 

„რუსეთის ყველაზე ცუდი კოშმარი მე ვარ, თუმცა ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ რუსეთი დიდი შვიდეულის სამიტს უნდა ესწრებოდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

 

შეგახსენებთ, რუსეთი „დიდი შვიდეულიდან“ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო „გარიცხეს“. ამის შემდეგ პუტინი არაფორმალური კლუბის შეხვედრებზე არ მიუპატიჟებიათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner