რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები შესაძლოა, ვენაში შეხვდნენ.
პუტინის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვენაში შეხვედრის შესაძლებლობა ლიდერებმა 20 მარტს გამართულ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
პესკოვის ინფორმაციით, ამავე თემაზე პუტინმა ავსტრიის კანცლერთან შეხვედრაზეც ისაუბრა. თუმცა, როგორც ცნობილია, შეხვედრის დრო და თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.
ტრამპთან შეხვედრის შესახებ ჩინეთში ვიზიტისას თავად პუტინმაც გააკეთა კომენტარი, მისი თქმით, „ბურთი ახლა ამერიკელების მოედანზეა“.
„როგორც კი ამერიკული მხარე მზად იქნება, ეს შეხვედრა შედგება. ჩემი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.