logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია პრეზიდენტისთვის ცნობილია
- +

5 მაისი. 2016. 11:27



უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკი კითხვაზე, მიიღებს თუ არა პრეზიდენტთან დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობას სახელისუფლებო პარტია, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია პრეზიდენტისთვის ცნობილია.




საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია პრეზიდენტისთვის ცნობილია. შეიძლება, უცნობი იყოს ინტერპარტიული ჯგუფის წევრების და არასაპარლამენტო პარტიების პოზიციები, რადგან, ვფიქრობ, შიგნითაც, რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. მივესალმები კონსულტაციებს, რომელიც პრეზიდენტს მუდმივად უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიასთან, რათა შეძლებისდაგვარად მოაგვაროს ვითარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მედიატორის როლი იკისროს და შეასრულოს პრეზიდენტის ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს სტაბილურობის გარანტი", - განაცხადა გიორგი ვოლსკი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner