უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ კითხვაზე, მიიღებს თუ არა პრეზიდენტთან დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობას სახელისუფლებო პარტია, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია პრეზიდენტისთვის ცნობილია.
„საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია პრეზიდენტისთვის ცნობილია. შეიძლება, უცნობი იყოს ინტერპარტიული ჯგუფის წევრების და არასაპარლამენტო პარტიების პოზიციები, რადგან, ვფიქრობ, შიგნითაც, რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. მივესალმები კონსულტაციებს, რომელიც პრეზიდენტს მუდმივად უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიასთან, რათა შეძლებისდაგვარად მოაგვაროს ვითარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მედიატორის როლი იკისროს და შეასრულოს პრეზიდენტის ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს სტაბილურობის გარანტი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.