logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მალე ვიზა-ლიბერალიზაცია ხელმისაწვდომი იქნება
- +

5 მაისი. 2016. 11:53



სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულ ან განსხვავებულ რეჟიმს არ ელოდებიან.




წარმატებულად დასრულებული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებით, გაზრდილია ის განწყობები და მოლოდინები, რომლებიც მხარდაჭერილია ასევე ევროკომისიის მიერ, რომ დროულად უნდა ამოქმედდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაცია.

ჩვენ ამ პროცედურებს ვაკვირდებით, რომ ზუსტად წინასწარ განსაზღვრული გეგმით მიმდინარეობს. საკითხი განიხილება როგორც ევროკავშირის საბჭოში, ისე ევროპარლამენტში და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ის ლოგიკურად განვითარდება და თავის ლოგიკურ დასასრულამდე, ევროპელ ლიდერების შეფასებით, ზაფხულის პერიოდში მივა.

რაც შეეხება დღეს ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულ ან განსხვავებულ რეჟიმს რა თქმა უნდა არ ველოდებით. ეს არის ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით და რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მალე ვიზა-ლიბერალიზაცია ხელმისაწვდომი იქნება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner