ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს.
თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალის წარდგენას სუბელიანის ადვოკატი, ინგა ჩალაური ესწრებოდა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარედგინა.