logo_geo
eng_logo
ადვოკატი: სასამართლოს მირზა სუბელიანის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შევთავაზებთ
- +

10 ივნისი. 2018. 21:28

 

 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება სასამართლოს მხრიდან გონივრული არ იქნება.

 

ინგა ჩალაურის ინფორმაციით, სავარაუდოდ პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლოს ალტერნატივის სახით 5000-ლარიან გირაოს შესთავაზებს.

 

„სავარაუდოდ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ჩვენ კი მოსამართლეს ალტერნატივის სახით 5 000-ლარიან გირაოს შევთავაზებთ. საქმის მასალებიდან გამომდინარე, პატიმრობის გამოყენება გონივრული არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

 

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

 

მირზა სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დღეს წარედგინა.

 

ამასთან, დღეს ბრალი წარედგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძესაც. მორჩაძის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო ხვალ, 11:00 საათზე იმსჯელებს.

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

 

ერთ-ერთი მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner