ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ პირველი არხი სასამართლოდან იუწყება.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, ადვოკატები მირზა სუბელიანის მიმართ ალტერნატიული სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.
ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება. ამასთან, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
ერთ-ერთი მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.