„ბოკერია, უგულავა ბევრად საზიზღრები არიან ვიდრე ის ადამიანები ახლა რომ ქუჩაში დგანან“, - ამის შესახებ ექპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ამათ პროცესი პირდაპირ მიჰყავთ. იმათ შანტაჟით, ინტრიგებით! სასაცილო არ არის, რომ ბოკერია უწყობს „ქართულ ოცნებას“ ე.წ. პროცესს?! და რაზე, იმ სისტემაზე, რომელის მშობელიც თავადაა... მაფიოზი ამბობს, რომ მე ვარ უფლებადამცველი... ბოკერია იყო ალ კაპონე და ახლა იძახის მარტინ ლუთერ კინგი ვარო“ - განაცხადა ხუხაშვილმა.